კრისტი ნოემი აცხადებს, რომ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა დააკავა უკრაინის ორი მოქალაქე აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის არალეგალურად მიცემისთვის
აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი აცხადებს, რომ დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის არალეგალურად მიცემისთვის. ამის შესახებ ამერიკელი მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი ცნობით, უკრაინის ორი მოქალაქე საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით დააკავეს.
„მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა დააკავა უკრაინის ორი მოქალაქე 2024 წლის არჩევნებში ხმის არალეგალურად მიცემისთვის. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, თუ ჩვენს ქვეყანაში ჩამოხვალთ და ჩვენს კანონებს დაარღვევთ, ამას შედეგები მოჰყვება“, – წერს კრისტი ნოემი.
In partnership with @DOGE, @ICEgov arrested two Ukrainian nationals for illegally VOTING in the 2024 election.
Under President Donald Trump, if you come to our country and break our laws, you will face the consequences.
— Secretary Kristi Noem (@Sec_Noem) April 29, 2025