კრისტენ ნილსენი - ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მხრიდან გაცილებით აქტიური ჩარევისთვის მზად უნდა იყოს
კრისტენ ნილსენი - ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მხრიდან გაცილებით აქტიური ჩარევისთვის მზად უნდა იყოს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მხრიდან გაცილებით აქტიური ჩარევისთვის უნდა იყოს მზად. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრისტენ ნილსენმა განაცხადა. მისი თქმით რუსეთი 2018 წელს აშშ-ში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევას 50-ვე შტატში ეცდება.
ამასთან ერთად, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვი ჩაერია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ კითხვები არ აქვთ.

2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი ბოლო დღეები საერთაშორისო მასშტაბით აქტუალობას არ კარგავს. მიზეზი კი 16 ივლისს, ჰელსინკის ისტორიული სამიტის შემდეგ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპის განცხადებაა, სადაც თეთრი სახლის ლიდერმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეში ვლადიმერ პუტინის პოზიციის მართებულობა შესაძლებლად დაუშვა.

დონალდ ტრამპის განცხადებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ში. თეთრი სახლის ლიდერს მთავარი მოკავშირეებიც დაუპირისპირებდნენ. მოგვიანებით პრეზიდენტმა საკუთარი სიტყვები განმარტა და განაცხადა, რომ პრესკონფერენციაზე რუსეთის ბრალეულობა შესაძლებლად დაუშვა.