კრისტაპს პორზინგისს კორონავირუსზე დღიური ტესტის ჩაბარება დაავიწყდა, რის გამოც ათდღიანი კარანტინის გავლა მოუწევს
კრისტაპს პორზინგისს კორონავირუსზე დღიური ტესტის ჩაბარება დაავიწყდა, რის გამოც ათდღიანი კარანტინის გავლა მოუწევს
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონის განახლებისთვის ემზადება. რეგულარულის პირველი მატჩები 31 ივლისს შედგება. როგორც ცნობილია, გუნდები ორლანდოში, კომპანია „უოლტ დისნეის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ლოკაციაზე მოქმედებს საკმაოდ მკაცრი პროტოკოლი. კალათბურთელებს და ტერიტორიაზე მყოფ ყველა პირს COVID 19-ზე სწრაფი ტესტის ჩაბარება ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ.
ცნობილი ხდება, რომ გუშინ „დალასის“ ერთ-ერთ ლიდერ კრისტაპს პორზინგისს კორონავირუსის ტესტირების გავლა დაავიწყდა, რის გამოც მას პროტოკოლის თანახმად, ათდღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლატვიელი პირველ აგვისტოს „ჰიუსტონის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რაც „მავერიკსისთვის“ დიდი დანაკლისია.