„კრისტალ პალასის“ ფრანგი მცველი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს
„კრისტალ პალასის“ ფრანგი მცველი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

„კრისტალ პალასის“ მცველი მამადუ სახო მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს. ამის მიზეზი მუხლის ტრავმაა, – წერს გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian).

ამ დაზიანებამდე, სახო 2018-19 წლების სეზონის ყველა მატჩში გავიდა მოედანზე. ტრავმა 29 წლის ფეხბურთელმა „ლესტერთან“ დაპირისპირებაში მიიღო. ამას წინ, ის შეამჩნიეს პარიზის მოდის კვირეულზე, სადაც ყავარჯნებით მივიდა.

2017 წლამდე, სახო „ლივერპულში“ გამოდიოდა, რის შემდეგაც, იჯარის წესით „კრისტალ პალასში“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში მას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.