კრისტალ პალასი 0-0 ნიუკასლი | დაძაბულობა და უსიამოვნო ინციდენტი მატჩის დროს
ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, „კრისტალ პალასსა“ და „ნიუკასლს“ შორის მიმდინარე მატჩის დროს (0-0), ლონდონელთა მცველ აარონ ვან-ბისაკას ტრიბუნებიდან ნასროლი ბოთლი მოხვდა.
სეზონის დაწყებიდან ექვსი ტური გავიდა და „ნიუკასლი“ ჯერ ისევ მოგების გარეშეა, რაც მისი გულშემატკივრების გაღიზიანებას იწვევს და ისინი კლუბის მფლობელის, მაიკ ეშლის წასვლას ითხოვენ. 2017 წლის მაისის შემდეგ ეშლი პირველად ესწრებოდა თავისი გუნდის თამაშს და გულშემატკივრები მას უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ, ერთ-ერთი მათგანის მიერ ნასროლი ბოთლი კი კრისტალ პალასის ფეხბურთელს მოხვდა. ვან-ბისაკას სერიოზული დაზიანება არ მიუღია და მატჩი ჩვეულებრივ გააგრძელა.
რაც შეეხება კრისტალ პალასს, პრობლემები მათაც აქვთ. მიმდინარე სეზონში ლონდონელებს საშინაო შეხვედრა ჯერ არ მოუგიათ და ბოლო მატჩშიც საკმაოდ ბევრი შანსი გაანიავეს.