კრიშტიანუ რონალდუმ შეცვლის გამო პროტესტი გამოთქვა (ვიდეო)
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩში ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა „ტოტენჰემმა“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“.
ტურინელთა მხრიდან ერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რომელიც შემდეგ 63-ე წუთზე შეცვალეს.
34 წლის პორტუგალიელი მოედნიდან გასვლისას აშკარად უკმაყოფილო იყო და მან პრეტენზია გამოუცხადა „იუვენტუსის“ ახალ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის.
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის რანგში მომდევნო შეხვედრას „იუვენტუსი“ 24 ივლისს, „ინტერთან“ გამართავს.
Il timore quando sei un allenatore che ha appena sostituito Cristiano pic.twitter.com/dCUjWKnxIL
— Tancredi Palmeri (@tancredipalmeri) 21 July 2019