უეფამ გადაწყვიტა დისკვალიფიკაციით არ დასაჯოს ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ იმ ჟესტისთვის, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში აჩვენა, – დაწერა უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა.
34 წლის პორტუგალიელმა გაიმეორა მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ჟესტი, როცა პირველი მატჩის დროს, ორივე ხელი საზარდულის არეში მიიდო და ტრიბუნებისკენ შებრუნდა.
საბოლოოდ, რონალდუ 20 ათასი ევროთი დაისაჯა. ასეთივე სასჯელი მიიღო სიმეონემ პირველი მატჩის შემდეგ.
ამ სეზონში რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე შვიდი მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.