ცნობილი გახდა „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსზე მორიგი ტესტის შედეგი.
იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ პორტუგალიელმა უკვე მესამედ მიიღო დადებითი პასუხი ტესტზე.
აღნიშნავენ, რომ 35 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და დამოუკიდებლად ვარჯიშობს, თუმცა მისი თამაშის შანსი შუა კვირას ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ კიდევ უფრო დაეცა. უეფას პირობის თანახმად, პორტუგალიელმა თამაშამდე ერთი დღით ადრე უნდა მიიღოს ტესტზე უარყოფითი პასუხი. შეხვედრა 28 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანოს კორონავირუსი აღმოაჩნდა 13 ოქტომბერს, როცა ის პორტუგალიის ნაკრებში იმყოფებოდა. ფეხბურთელი ტურინში დაბრუნდა და კარანტინში გადაინაცვლა.