კრიშტიანო რონალდოს ვაჟი უეინ რუნის ვაჟთან ერთად ითამაშებს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი უეინ რუნის ვაჟთან ერთად ითამაშებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს 11 წლის ვაჟი კრიშტიანო რონალდო-უმცროსი მანჩესტერული კლუბის იუნიორთა გუნდში (12-წლამდელები) ითამაშებს და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდის უეინ რუნის ვაჟის თანაგუნდელი გახდება. ეს ინფორმაცია პორტუგალიურმა გამოცემა A bola-მ გაავრცელა.

ადრე 36 წლის რონალდომ განაცხადა, რომ სურს მისი ვაჟი ფეხბურთელი გამოვიდეს.

„მინდა, რომ ის ფეხბურთელი გამოვიდეს, რადგან მიდრეკილება აქვს სპორტის ამ სახეობის მიმართ. თან ძალიან არ უყვარს წაგება“, – თქვა პორტუგალიელმა DAZN-თან ინტერვიუში.