კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 16-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
„ალ-ნასრის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს ვაჟი კრიშტიანო რონალდო-უმცროსი პირველად გამოიძახეს პორტუგალიის იუნიორთა ნაკრებში, რომელშიც 16 წლამდელი ფეხბურთელები თამაშობენ.
15 წლის რონალდო-უმცროსი ანტალიაში ფედერაციის თასზე ითამაშებს, რომელშიც პორტუგალიელები შეხვდებიან თურქეთს, ინგლისსა და უელსს.
კრიშტიანო რონალდო-უმცროსი უკვე იყო გამოძახებული პორტუგალიის 15-წლამდელთა ნაკრებში. მაისში მან სადებიუტო გოლი გაიტანა ხორვატიის წინააღმდეგ.