კრიშტიანო რონალდოს „რეალში“ დაბრუნება სურს, რათა კიდევ ერთხელ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა #1TVSPORT

20:31, 12.03.2021
Juventus' Cristiano Ronaldo gestures during the Champions League, round of 8, second-leg soccer match between Juventus and Porto at the Allianz stadium in Turin, Italy, Tuesday , March 9, 2021. (AP Photo/Luca Bruno)

Juventus' Cristiano Ronaldo gestures during the Champions League, round of 8, second-leg soccer match between Juventus and Porto at the Allianz stadium in Turin, Italy, Tuesday , March 9, 2021. (AP Photo/Luca Bruno)

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, დატოვოს იტალიური კლუბი 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

გაზეთ AS-ის მონაცემებით, პორტუგალიელს „რეალში“ დაბრუნების დიდი სურვილი ამოძრავებს. ფორვარდს განზრახული აქვს კიდევ ერთხელ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და მიაჩნია, რომ „რეალი“ – ყველაზე შესაფერისი კლუბია ამ მიზნის მისაღწევად.

როგორც ამტკიცებენ, რონალდო ყურადღებით აკვირდება სიტუაციას „რეალში“ და ფიქრობს, რომ კლუბს დიდი პოტენციალი გააჩნია.

წყარო იტყობინება, რომ „იუვენტუსი“ არ შეუშლის ხელს რონალდოს „რეალში“ დაბრუნებას, თუ მადრიდელები ამ გარიგებით დაინტერესებულნი იქნებიან.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ აგენტმა ჟორჟე მენდეშმა, რომელიც 36 წლის პორტუგალიელის ინტერესებს წარმოადგენს, განიხილა „რეალთან” ფორვარდის შესაძლო დაბრუნება.

კრიშტიანო რონალდო „რეალში“ 2009-18 წლებში თამაშობდა და მასთან ერთად ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 450 გოლით.

მსგავსი