კრიშტიანო რონალდოს „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ნული ქულა ჰქონდა - მე-20 ადგილი მან ძველი დამსახურებების გამო დაიკავა #1TVSPORT
ჟურნალმა France Football-მა გამოაქვეყნა 2022 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის შედეგები.
პრიზის მფლობელმა ქარიმ ბენზემამ 549 ქულა დააგროვა. მადრიდის „რეალის“ ფორვარდი პირველ ადგილზე 93-დან 89 ჟურნალისტმა დააყენა.
ფრანგმა ფორვარდმა დიდი სხვაობით გაუსწრო სადიო მანესა (ლივერპული) და კევინ დე ბრუინს (მანჩესტერ სიტი), რომლებმაც 193 და 176 ქულა დააგროვეს და მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს
საინტერესოა კრიშტიანო რონალდოს მაჩვენებელი – პორტუგალიელმა 0 ქულა მიიღო. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა მე-20 ადგილი დაიკავა მხოლოდ ძველი დამსახურებების გამო.
ასევე ნული ქულა ჰქონდა კიდევ 10 ფეხბურთელს: ჰარი კეინს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს, დარვინ ნუნიესს, ფილ ფოდენს, ბერნარდო სილვას, ჟოაო კანსელოს, ჯოშუა კიმიხს, მაიკ მენიანს, კრისტოფერ ნკუნკუსა და ანტონიო რიუდიგერს.