კრიშტიანო რონალდოს გამოიძახებენ პორტუგალიის ნაკრების ივნისის მატჩებისთვის #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ კვლავაც გააგრძელებს ეროვნულ გუნდში „ალ-ნასრის“ 38 წლის ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს გამოძახებას.
„მიმაჩნია, რომ კრიშტიანომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მარტის თამაშებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს განწყობა შენარჩუნებული იყოს.
რონალდო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელში. ის გადამწყვეტ როლს თამაშობს თავის პოზიციაზე, ის თავდამსხმელია, რომელსაც შეუძლია, სხვაობა შექმნას მატჩებში.
მსოფლიო ფეხბურთში არ არსებობს სხვა ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში 198 მატჩი ჩაატარა, ასე რომ, ის ძალიან ძვირფასია ჩვენთვის.
იქნება თუ არა გამოძახებული რონალდო მომდევნო ჯერზე? დიახ, ასეთია ჩემი პოზიცია“, – მოჰყავს მარტინესის სიტყვები გაზეთ Marca-ს.
ევრო 2024 წლის შესარჩევ ტურნირში პორტუგალიის ნაკრები 17 ივნისს ბოსნიას შეხვდება, 20 ივნისს – ისლანდიას.