კრიშტიანო რონალდოს „ბარსასთან“ თამაშის შანსი გაუჩნდა
კრიშტიანო რონალდოს „ბარსასთან“ თამაშის შანსი გაუჩნდა

„იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მეორედ ჩააბარა დადებითი ტესტი კორონავირუსზე.

თავდაპირველად გამოცხადდა, რომ პორტუგალიელი ამ მიზეზით გამოტოვებდა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩს „ბარსელონას“ წინააღმდეგ. მაგრამ, მოგვიანებით გაზეთმა AS-მა დაწერა, რომ კრიშტიანოს ჯერ კიდევ რჩება შანსი – ითამაშოს კატალონური გუნდის წინააღმდეგ.

გაზეთის მონაცემებით, „იუვენტუსმა“ უეფაში გააგზავნა დოკუმენტები პორტუგალიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რონალდოს არანაირი სიმპტომი არ გააჩნია და მას არ უფიქსირდება მაღალი ტემპერატურა. ის თავს კარგად გრძნობს, რაც არა ერთხელ დაადასტურა სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოებით, რომელზეც ასახულია მისი ვარჯიშები საშინაო პირობებში.

რონალდო შეძლებს „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაშს, თუ მატჩამდე ერთი დღით ადრე კორონავირუსზე უარყოფით ტესტს ჩააბარებს.

„იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 28 ოქტომბერს გაიმართება.