კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრი“ აზიის ჩემპიონთა ლიგა 2-ის ფინალში დამარცხდა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრი“ აზიის ჩემპიონთა ლიგა 2-ის ფინალში „გამბა ოსაკასთან“ საკუთარ სტადიონზე 0:1 დამარცხდა და ტიტულის მოგება ვერ შეძლო.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე დენის ჰუმეტმა გაიტანა. დარჩენილ დროში საუდის არაბეთის გუნდმა ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხა.
მიუხედავად ამისა, „ალ-ნასრს“ სეზონის ტიტულით დასრულების შესაძლებლობა კვლავ აქვს – თუ 21 მაისს „დამაკს“ დაამარცხებს, საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდება. რონალდოს გუნდი უახლოეს მდევარ „ალ-ჰილალს“ ორი ქულით აღემატება.