კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გამარჯვების გოლი, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 0:2-დან მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური, F ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გამარჯვების გოლი, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 0:2-დან მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური, F ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მეცხრე მატჩში გაუშვა გოლი.

* კრიშტიანო რონალდომ მე-300 მატჩი ჩაატარა „მანჩესტერ იუნაიტედში“.

* კრიშტიანო რონალდომ 137-ე გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი რეკორდი განაახლა.

* კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 187.

* კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე სამივე მატჩში გაიტანა გოლი. მას ამ სეზონში 11 მატჩში 11 გოლი აქვს.

* კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 38-ე გუნდს გაუტანა – ეს რეკორდია.

* ბრუნო ფერნანდეშმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ზედიზედ მეოთხე მატჩში შეასრულა შედეგიანი გადაცემა.

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოლე-გუნარ სოლსკიაერის მწვრთნელობისას მე-300 გოლი გაიტანა. პირველი და მე-300 გოლები მარკუს რეშფორდს ეკუთვნის.

* „ვილიარეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო 2009 წლის მარტის შემდეგ.

 

F ჯგუფი

იანგ ბოიზი-ვილიარეალი      1:4

გოლები: 0:1 პინო (6), 0:2 ჟ. მორენო (16), 1:2 ელია (77), 1:3 ა. მორენო (89), 1:4 ჩუკვუეზე (90+2)

იანგ ბოიზი (3-4-2-1): ფონ ბალმოოსი – ლეფორტი (62. ჰეფტი), კამარა, ლაუპერი – ფასნახტი (90. მამბიმბი), აებიშერი, მარტინს პერეირა (70. რიდერი), გარსია – მუმი ნგამალო, ელია – სიბატჩეუ (70. კანგა).

ვილიარეალი (4-3-3): რული – ფოიტი, რაულ ალბიოლი (83. მანდი), პაუ ტორესი, ალფონსო მორენო – კოკლენი (70. ა. მორენო), კაპუე, პარეხო – პინო (90. მ. გომესი), ჟ. მორენო, დანიუმა (89. ჩუკვუეზე).

მანჩესტერ იუნ-ატალანტა      3:2

გოლები: 0:1 პაშალიჩი (15), 0:2 მერიჰ დემირალი (29), 1:2 რეშფორდი (53), 2:2 მაგუაირი (75), 3:2 კრიშტიანო რონალდო (81)

მანჩესტერ იუნ (4-2-3-1): დე ხეა – ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ – მაკტომინეი (66. პოგბა), ფრედი (88. მატიჩი) – გრინვუდი (73. სანჩო), ფერნანდეში, რეშფორდი (66. კავანი) – კრიშტიანო რონალდო.

ატალანტა (3-4-1-2): მუსო – დე როონი, მერიჰ დემირალი (46. ლოვატო), პალომინო – ძაპაკოსტა, კოოპმინერსი (80. პეცელია), ფროილერი, მელე – პაშალიჩი (68. მალინოვსკი) – ილიჩიჩი (68. ალ. მირანჩუკი), მურიელი (56. საპატა).

თ      მ       ფ      წ       ბ          ქ

  1. მანჩესტერ იუნ     3          2       0       1       6-5      6
  2. ატალანტა              3          2       0       1       5-5      6
  3. ვილიარეალი        3          1        1       1       7-5      4
  4. იანგ ბოიზი           3          1        0      2       3-6      3