კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთში პირველი ტიტული მოიგო - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ პირველი ტიტული მოიგო „ალ-ნასრის“ შემადგენლობაში.
არაბეთის ჩემპიონთა თასის ფინალში პორტუგალიელის გუნდმა დამატებით დროში აჯობა „ალ-ჰილალს“ – 2:1. „ალ-ნასრის“ რიგებში ორივე გოლი რონალდომ გაიტანა – მან 74-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, 98-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ 71-ე წუთიდან „ალ-ნასრი“, ალ-ამრის გაძევების გამო, ათი ფეხბურთელით თამაშობდა.
38 წლის რონალდომ ზედიზედ მეხუთე მატჩში შეძლო გატანა. პორტუგალიელი ექვსი გოლით არაბეთის ჩემპიონთა თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სამი გოლით მეორე ადგილზე ქარიმ ბენზემა („ალ-იტიჰადი“) გავიდა.
ეს 33-ე ტიტულია კრიშტიანო რონალდოს კარიერაში. პორტუგალიელს საკლუბო დონეზე 30 ტიტული დაუგროვდა ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში.