კრიშტიანო რონალდომ „რეალში“ დაბრუნება არ გამორიცხა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ „რეალში“ დაბრუნება არ გამორიცხა #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ესპანელ ჟურნალისტთან ედუარდო აგირესთან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას „რეალში“ დაბრუნების შესახებ.

„შესაძლოა, რაღაც მოხდეს ჩემი კარიერის დასრულების შემდეგ. ფეხბურთის მხრივ, მადრიდის „რეალში“ საუკეთესო დრო გავატარე“, – განაცხადა კრიშტიანომ.

რონალდო „რეალში“ 2009-18 წლებში თამაშობდა და 438 მატჩში 451 გოლი გაიტანა. მადრიდულ კლუბთან ერთად მან მოიგო ოთხი ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერ გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი.