კრიშტიანო რონალდომ მესის გაუსწრო და „ფორბსის“ ვერსიით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ მესის გაუსწრო და „ფორბსის“ ვერსიით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT

პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის წყალობით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ამერიკული გამოცემა „ფორბსის“ პროგნოზით, 2021-22 წლების სეზონში კრიშტიანო 125 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ამ თანხის ნახევარზე მეტი (70 მილიონი) შეადგენს ხელფასსა და ბონუსებს „ოლდ ტრაფორდზე: დაბრუნების სანაცვლოდ.

ლიონელ მესიმ, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“, დაკარგა ამ რეიტინგში პირველი ადგილი და მეორე პოზიციაზეა 110 მილიონი დოლარით.

2021-22 წლების სეზონის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი Forbes-ის ვერსიით:

1.კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნ) – $125 მლნ

  1. ლიონელ მესი (პსჟ) – $110 მლნ
  2. ნეიმარი (პსჟ) – $95 მლნ
  3. კილიან მბაპე (პსჟ) – $43 მლნ
  4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – $41 მლნ
  5. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – $35 მლნ
  6. ანდრეს ინიესტა (ვისელ კობე) – $35 მლნ
  7. პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნ) – $34 მლნ
  8. გარეტ ბეილი (რეალი) -$32 მლნ
  9. ედენ აზარი (რეალი) – $29 მლნ