კრიშტიანო რონალდომ მესის გაუსწრო და „ფორბსის“ ვერსიით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT
პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის წყალობით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ამერიკული გამოცემა „ფორბსის“ პროგნოზით, 2021-22 წლების სეზონში კრიშტიანო 125 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ამ თანხის ნახევარზე მეტი (70 მილიონი) შეადგენს ხელფასსა და ბონუსებს „ოლდ ტრაფორდზე: დაბრუნების სანაცვლოდ.
ლიონელ მესიმ, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“, დაკარგა ამ რეიტინგში პირველი ადგილი და მეორე პოზიციაზეა 110 მილიონი დოლარით.
2021-22 წლების სეზონის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი Forbes-ის ვერსიით:
1.კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნ) – $125 მლნ
- ლიონელ მესი (პსჟ) – $110 მლნ
- ნეიმარი (პსჟ) – $95 მლნ
- კილიან მბაპე (პსჟ) – $43 მლნ
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – $41 მლნ
- რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – $35 მლნ
- ანდრეს ინიესტა (ვისელ კობე) – $35 მლნ
- პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნ) – $34 მლნ
- გარეტ ბეილი (რეალი) -$32 მლნ
- ედენ აზარი (რეალი) – $29 მლნ