ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ უარყოფითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე. ამის შესახებ იტალიის ჩემპიონის პრესსამსახურმა დაწერა.
პორტუგალიელი ფორვარდი აღარ იქნება თვითიზოლაციაში და უახლოეს დროში შეუერთდება გუნდს.
კორონავირუსის გამო, კრიშტიანომ გამოტოვა სერია A-ს ორი შეხვედრა და ასევე ორი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, მათ შორის, „ბარსელონასთან“, რომელიც „იუვენტუსმა“ შინ 0:2 წააგო.
„იუვენტუსი“ მომდევნო შეხვედრას პირველ ნოემბერს სერია A-ში „სპეციას“ წინააღმდეგ გამართავს, 4 ნოემბერს კი ჩემპიონთა ლიგაზე „ფერენცვაროშს” შეხვდება.