კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 981-ე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ პროფესიულ კარიერაში 981-ე გოლი გაიტანა და ისტორიულ ნიშნულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
41 წლის თავდამსხმელმა თავი აზიის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გამოიჩინა, სადაც მისმა „ალ-ნასრმა“ უზბეკური „ნეფტჩი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
რონალდომ მეტოქის კარი 42-ე წუთზე აიღო და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე ანჯელო გაბრიელმა გახსნა, ხოლო „ალ-ნასრის“ მესამე გოლი მეტოქის ფეხბურთელმა საკუთარ კარში გაიტანა.
შედეგად, რონალდოს 1000-გოლიან ნიშნულამდე მხოლოდ 19 ბურთი აშორებს.