კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 968-ე გოლი გაიტანა #1TVSPORT
საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 28-ე ტურში „ალ-ნასრმა“ გასვლით შეხვედრაში „ალ-ოხდუდი“ 2:0 დაამარცხა, მატჩში კი კვლავ გამოიჩინა თავი კრიშტიანო რონალდომ.
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი ჟოაო ფელიქსმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. რონალდოსთვის ეს გოლი კარიერაში 968-ე აღმოჩნდა და ისტორიულ, 1000-იან ნიშნულამდე 32 გოლი აშორებს.
მიმდინარე სეზონში საუდის პრო ლიგაში რონალდოს 24 გოლი აქვს და ბომბარდირთა სიაში მესამე პოზიციას იკავებს – ლიდერია ინგლისელი აივან ტოუნი 27 გოლით.
„ალ-ნასრი“ 73 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ალ-ჰილალს“ 5 ქულით ასწრებს.