კრიშტიანო რონალდომ დაასახელა უახლოეს წლებში „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტები #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც უახლოეს წლებში შეუძლიათ მოიგონ „ოქროს ბურთი“.
– კილიან მბაპეს შეუძლია გახდეს უახლოესი რამდენიმე წელი „ოქროს ბურთის“ მფლობელი. შესაძლოა, ერლინგ ჰალანდი, ჯუდ ბელინგემი…
– ვინისიუსი?
– და კიდევ ლამინ იამალი, – განაცხადა რონალდომ თავის იუთუბ-არხზე ახალ ვიდეორგოლში.