კრიშტიანო რონალდომ დაასახელა პირობა, რომლის მიხედვითაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩება #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ თანაგუნდელებს გამოუცხადა, რომ მზად არის დარჩეს გუნდში მომავალი სეზონისთვის. ამის შესახებ გაზეთმა The Sun-მა დაწერა.
წყაროს ცნობით, რონალდო დარჩება „მანჩესტერ იუნაიტედში“, თუ ამის შესახებ მას პირადად თხოვს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი. კრიშტიანოს დაგეგმილი აქვს „იუნაიტედის“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება და ტიტულებისთვის ბრძოლა.
ამ სეზონში 37 წლის პორტუგალიელმა 38 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 0:4 წააგო „ბრენტფორდთან“ და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა.