კრიშტიანო რონალდომ 2018-19 წლების სეზონში საკუთარი გამოსვლა შეაჯამა
„იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ „ინსტაგრამში“ შეაფასა განვლილი სეზონის შედეგები.
„დაუვიწყარი სეზონი! ახალი გამოცდილება, უდიდესი კლუბი, დამყარებული რეკორდები და კიდევ სამი ტიტული! მინდა, მადლობა გადავუხადო „იუვენტუსის“ ფანებს იტალიაში დაუჯერებელი მიღებისთვის! თქვენ ჩვენი გამარჯვებების მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. მადლობა ჩემს გულშემატკივარს მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით პორტუგალიიდან. თქვენ დაგვეხმარეთ ნაკრებისთვის ახალი ისტორიული გამარჯვების მოპოვებაში. თქვენ ყოველთვის გექნებათ განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში. არასოდეს დამავიწყდება ყველა დაუჯერებელი მომენტი და მიღწევა, რომელიც 2019 წელს მქონდა:

გამარჯვების გოლი იტალიის სუპერთასზე.
გამარჯვება სერია A-ში, საუკეთესო მოთამაშის ტიტული, 21 გოლი.
გამარჯვება ერთა ლიგაზე და ჰეთ-თრიკი.
პირველი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგაზე 100 მოგებით და 125 გოლით.
პირველი მოთამაშე 10 ტიტულით უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე.
პირველი მოთამაშე, რომელსაც ყველა სანაკრებო ტურნირის ფინალურ ეტაპზე აქვს გატანილი გოლი – მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე, ერთა ლიგაზე და კონფედერაციათა თასზე.
პირველი მოთამაშე, რომელსაც 2004-19 წლებში ზედიზედ 10 სანაკრებო ტურნირზე აქვს გოლი გატანილი.
მალე შევხვდებით. ერთად შევებრძოლებით ახალ და შესანიშნავ გამოწვევებს. თქვენი იმედი მაქვს“, – დაწერა რონალდომ.