კრიშტიანო რონალდო ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეებს შორის მეორე ადგილზეა
კრიშტიანო რონალდო ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეებს შორის მეორე ადგილზეა

ვებგვერდ „ტოპთენს“-ის (thetoptens.com) მომხმარებლებმა შეადგინეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეების TOP 50. ამ არაერთგვაროვან რეიტინგს სათავეში ჩაუდგა კოლუმბიელი რადამელ ფალკაო. მეორე ადგილზე გავიდა „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელი კრიშტიანო რონალდო. სამეულში მოხვდა იაპონელი შინჯი კაგავა.

რეიტინგის 37-ე პოზიციაზეა ამ სეზონში ევროპული ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი. 26-ე ადგილი ერგო მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს კილიან მბაპეს, ხოლო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები დიეგო მარადონა და პელე, შესაბამისად, 24-ე და 22-ე ადგილებზე არიან.

ყველაზე გადაფასებული მოთამაშეების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. რადამელ ფალკაო

2. კრიშტიანო რონალდო

3. შინჯი კაგავა

4. მარიო ბალოტელი

5. ლიონელ მესი

6. პაულინიო

7. ედინ ჯეკო

8. იკერ კასილიასი

9. პოლ პოგბა

10.ნეიმარი