კრიშტიანო რონალდო უმცროსი პორტუგალიის 15-წლამდელთა გუნდში გამოიძახეს #1TVSPORT
ლეგენდარული ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს 14 წლის ვაჟი, კრიშტიანო რონალდო უმცროსი პორტუგალიის 15-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
რონალდო უმცროსი მონაწილეობას მიიღებს ვლატკო მარკოვიჩის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 2025 წლის 13-დან 18 მაისამდე გაიმართება ხორვატიაში. ტურნირში პორტუგალია იაპონიას, საბერძნეთსა და ინგლისს დაუპირისპირდება.
ფეხბურთელი ამჟამად საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრის“ აკადემიაში ირიცხება, სადაც 2022 წელს მამასთან ერთად გადავიდა. მანამდე ის მადრიდის „რეალის“, ტურინის „იუვენტუსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ აკადემიებში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსში“ ყოფნისას მან ერთ სეზონში 58 გოლი გაიტანა.