კრიშტიანო რონალდო - უფრო მეტად მოტივირებული ვარ, ვიდრე ევრო 2004-ზე ვიყავი #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო - უფრო მეტად მოტივირებული ვარ, ვიდრე ევრო 2004-ზე ვიყავი #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის კრიშტიანო რონალდოს განცხადებით, ის უფრო მეტად მოტივირებულია ვიდრე 2004 წელს იყო და მისი გუნდი ტიტულის დაცვას შეეცდება.

შეგახსენებთ, პორტუგალია ბოლო ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. 2016 წელს ფერნანდო სანტუშის გუნდმა ფინალში საფრანგეთის უძლიერესი ნაკრები ედერის ერთადერთი გოლით დაამარცხა, რომელიც მან ექსტრა ტაიმში გაიტანა.

პორტუგალია ჯგუფში გერმანიასთან, საფრანგეთთან და უნგრეთთან ერთადაა. რონალდომ მეტოქეებისა და ევროპის ჩემპიონატის შესახებ გამოცემა 360-თან ისაუბრა.

„ესენი არიან ის გუნდები ვისთანაც თამაში მოგვიწევს, ჩვენ ყველა მათგანს პატივს ვცემთ და მარტივი თამაშები არ გვექნება. აქ ისე ვარ თითქოს ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი მაქვს. უფრო მეტად მოტივირებული ვარ, ვიდრე 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი“, – განაცხადა რონალდომ.

„იუვენტუსის“ ფორვარდის თქმით, პორტუგალიის ნაკრები ევრო 2020-ის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

„ჩვენ მოქმედი ჩემპიონები და ამ ტურნირის ფავორიტები ვართ. ჩვენ ვერ მოგცემთ პირობას, რომ ტიტულს მოვიგებთ, მაგრამ გპირდებით, რომ ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავალთ“.

პორტუგალია პირველ შეხვედრას 15 ივნისს 20:00 საათზე უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.