კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრების ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო გამოტოვებს ამხანაგურ შეხვედრას შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი ლისაბონში 21 მარტს გაიმართება.
პორტუგალიელთა დამრიგებელმა რობერტო მარტინესმა „ალ-ნასრის“ ფორვარდი გამოიძახა მარტის ორი ამხანაგური მატჩისთვის, მაგრამ რონალდო პირველ შეხვედრაში არ ითამაშებს.
ESPN-ის ინფორმაციით, შვედეთთან 39 წლის ფეხბურთელის უთამაშებლობის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ კრიშტიანომ ოჯახთან ერთად საუდის არაბეთში მცირე დასვენება მოიწყო.
ასე რომ, რონალდო პორტუგალიის ნაკრებს სლოვენიასთან ამხანაგური მატჩის წინ შეუერთდება. ეს შეხვედრა 26 მარტს ლიუბლიანაში გაიმართება.