პორტუგალიის ნაკრებისა და „რეალ მადრიდის“ ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მისი ქვეყნის ეროვნული გუნდი ფავორიტებს შორის ვერ დასახელდება, მაგრამ იქვე დაამატა, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.
პორტუგალიის ეროვნული გუნდი და მათი მთავარი მწვრთნელი ქვეყნის პრეზიდენტმა საკუთარ სასახლეში მიიღო და ფეხბურთელებს რამდენიმე წუთი ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიური პრესის ინფორმაციით, რონალდო მომავალი სეზონიდან მადრიდის სამეფო კლუბიდან წასვლას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ არიან დაინტერესებულნი.