კრიშტიანო რონალდო ერთა ლიგის სექტემბრის მატჩებისთვის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა ეროვნული გუნდის განაცხადი ერთა ლიგის სექტემბრის მატჩებისთვის.
25-კაციან სიაში მოხვდა „ალ-ნასრის“ 39 წლის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო.
მეკარეები – დიოგო კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), რუი სილვა (ბეტისი, ესპანეთი);
მცველები – რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ანტონიო სილვა (ბენფიკა), რენატო ვეიგა (ჩელსი, ინგლისი), გონსალო ინასიო (სპორტინგი), ტიაგო სანტოსი (ლილი, საფრანგეთი), დიოგო დალოტი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ნელსონ სემედუ (ვულვერჰემპტონი, ინგლისი);
ნახევარმცველები – ჟოაო პალინია (ბაიერნი, გერმანია), ჟოაო ნევეში (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ვიტინია (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი, საუდის არაბეთი), ჟოაო ფელიქსი (ჩელსი, ინგლისი), ფრანსისკო ტრინკაო (სპორტინგი), პედრო გონსალვეში (სპორტინგი);
ფორვარდები – რაფაელ ლეაო (მილანი, იტალია), ჯოვანი კენდა (სპორტინგი), პედრო ნეტი (ჩელსი, ინგლისი), კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), დიოგო ჟოტა (ლივერპული).
5 და 8 სექტემბერს პორტუგალია შინ ითამაშებს ხორვატიასთან და შოტლანდიასთან.