კრიშტიანო რონალდო, ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია #1TVSPORT
„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. ეს ცნობილი გახდა ამერიკული ჟურნალის, Forbes-ის ყოველწლიური რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ.
რონალდო კარიერაში მეოთხედ ჩაუდგა სათავეში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიას. გასული ერთი წლის განმავლობაში მისმა შემოსავალმა 260 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს სარეკორდო თანხაა ფეხბურთისთვის. ამ თანხიდან 200 მილიონი ხელფასია, 60 მილიონი – სარეკლამო კონტრაქტები.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები Forbes-ის ვერსიით:
- კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი, 39 წლის) – 260 მლნ
- ჯონ რამი (გოლფი, 29 წლის) – 218 მლნ
- ლიონელ მესი (ფეხბურთი, 36 წლის) – 135 მლნ
- ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი, 39 წლის) – 128,2 მლნ
- იანის ანტენტოკუნმპო (კალათბურთი, 29 წლის) – 111 მლნ
- კილიან მბაპე (ფეხბურთი, 25 წლის) – 110 მლნ
- ნეიმარი (ფეხბურთი, 32 წლის) – 108 მლნ
- ქარიმ ბენზემა (ფეხბურთი, 36 წლის) – 106 მლნ
- სტეფენ კარი (კალათბურთი, 36 წლის) – 102 მლნ
- ლამარ ჯექსონი (ამერიკული ფეხბურთი, 27 წლის) – 100,5 მლნ
ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, პირველად ამ რეიტინგის არსებობის ისტორიაში, TOP 10-ში შესულმა ყველა სპორტსმენმა, მინიმუმ, 100 მილიონი გამოიმუშავა.