კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრთან“ კონტრაქტის გაგრძელებას და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშს აპირებს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრთან“ კონტრაქტის გაგრძელებას და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშს აპირებს #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ აცნობა „ალ-ნასრის“ ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ სურს საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტის 2027 წლამდე გაგრძელება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ალი ალ-ჰარბიმ.

წყაროს ცნობით, 38 წლის ფორვარდი გეგმავს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშს „ალ-ნასრის“ ფეხბურთელის რანგში, რის შემდეგაც დაასრულებს პროფესიულ კარიერას.

შეგახსენებთ, რომ რონალდო „ალ-ნასრში“ ამა წლის იანვარში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. საუდის არაბეთის მიმდინარე ჩემპიონატში პორტუგალიელმა რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.