ფრანგული გაზეთის Le Monde-ის ინფორმაციით, ბრიტანულ საჯინიბო Sky-ის აცნობეს, რომ ველომრბოლელი კრის ფრუმი ფრანგულ ველომარათონ „ტურ დე ფრანსზე“ არ დაუშვეს.
მიზეზი ასთმის პრეპარატის ზედმეტი დოზაა, რომელიც სპორტსმენს 2017 წლის „ვუელტაზე“ დაუფიქსირეს.
„ტურ დე ფრანსის“ ორგანიზატორების განცხადებით, მათ არ სურთ რბოლის იმიჯის გაფუჭება.
Sky-მ ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ოლიმპიურ კომიტეტში გაასაჩივრა. ფრუმის საქმის განხილვა 3 ივლისს შედგება და საბოლოო გადაწყვეტილებას 4 ივლისს გამოაცხადებენ.
შარშანდელი „ვუელტას“ დროს, ფრუმის ორგანიზმში აღმოაჩინეს სალბუტამოლის დოზა, რომელიც დაშვებულ ნორმას ორჯერ აღემატებოდა.
ფრუმი „ტურ დე ფრანსის“ ოთხგზის ჩემპიონია. ის აგრეთვე ესპანური და იტალიური ველომარათონების „ვუელტასა“ და „ჯირო დ’იტალიას“ მოქმედი გამარჯვებულია.