კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელი – ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ახალი ინტერნეტეკონომიკისა და საქართველოს შესახებ
მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჩანგპენგ ჟაო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ჩანგპენგ ჟაო წერს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ ინტერნეტეკონომიკასა და საქართველოს.
„დღეს დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ახალი ინტერნეტეკონომიკისა და საქართველოს შესახებ“, – აღნიშნავს ჩანგპენგ ჟაო.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
Met with Mr. Prime Minister of Georgia 🇬🇪 Irakli Garibashvili this morning. Had a great discussion about Web3 economy and Georgia. https://t.co/aXhHpe98pg pic.twitter.com/l0RGS4O13L
— CZ 🔶 Binance (@cz_binance) November 30, 2022