„კრიობა“ - აღდგენილი სპორტული ტრადიცია [ვიდეო] #1TVSPORT
„კრიობა“ - აღდგენილი სპორტული ტრადიცია [ვიდეო] #1TVSPORT

GFC არენამ ქართული საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ სახეობას – „კრიობას“ უმაპინძლა. სულ თორმეტი ორთაბრძოლა გაიმართა, აქედან ორი სამოყვარულო და ათი პროფესიონალური.

საღამოს მთავარ ბრძოლაში ლაშა როინიშვილმა სოსლან ქოჩიშვილი დაამარცხა. საინტერესოდ წარიმართა მეორე ბრძოლაც, სადაც ერთმანეთს ლევან კირთაძე და დიმიტრი გულბანი დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი რაუნდი დაინიშნა. საბოლოოდ, გამარჯვება ლევან კირთაძეს დარჩა.

„კრიობა“ ძველად თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში ფართოდ გავრცელებული და მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საყვარელი თავშესაქცევი იყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე თავად-აზნაურები.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მკვლევართა ჯგუფმა, კახაბერ ზარნაძის თაოსნობით, გამოიკვლია და აღადგინა ქართული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა მივიწყებული სახეობები. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „კრიობა“.

საშეჯიბრო წესების  შემუშავების შემდეგ, 2020 წლიდან საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაციის მიერ „კრიობის“ ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება.