„კრემონეზეს“ მწვრთნელი - ლოჩოშვილმა ბურთის კონტროლი უნდა გააუმჯობესოს, სხვებს ამიტომ ვათამაშებ #1TVSPORT
„კრემონეზეს“ მწვრთნელი - ლოჩოშვილმა ბურთის კონტროლი უნდა გააუმჯობესოს, სხვებს ამიტომ ვათამაშებ #1TVSPORT

„კრემონეზეს“ მწვრთნელმა, ჯოვანი სტროპამ „რომასთან“ წაგებული სათასო მატჩის (2:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუკა ლოჩოშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

იტალიის თასის 1/8-ფინალში „კრემონეზე“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომას“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ 37-ე წუთზე ფრენკ ცაჯუტის გოლით დაწინაურდა, მეორე ნახევარში რომაელებისგან ორი ბურთი გაუშვა. ანგარიში რომელუ ლუკაკუმ (77-ე წუთზე) გაათანაბრა, ხოლო მასპინძლებს გამარჯვება პაულო დიბალამ პენალტით (85) მოუტანა.

სამწუხაროდ, სტუმართა შემადგენლობაში კვლავ არ უთამაშია საქართველოს ნაკრების მცველს, რომელმაც მატჩს თვალი სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა.

„ლოჩოშვილს დიდი ხანია არ უთამაშია“ – „კრემონეზეს“ მწვრთნელს ამის განმარტება სთხოვეს და მან ქართველი მცველის პრობლემა დაასახელა.

„ლოჩოშვილს ბევრ ასპექტში თამაშის გაუმჯობესება სჭირდება, მაგალითად, ბურთის კონტროლში. ახლა სხვა ფეხბურთელები ამას უკეთესად აკეთებენ და არჩევანის დროს შემადგენლობაში ვაყენებ იმ მოთამაშეს, რომელიც, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ყველაზე შესაფერისი და გუნდისთვის უკეთესია“, – განაცხადა ჯოვანი სტოპამ.