კრემლში აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა დაგეგმილი არ არის
ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის დღეს შეხვედრა დაგეგმილი არ არის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანი დღეს სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა, სადაც ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება.
პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის პირისპირ შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭო შედგება სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და რუსეთის მთავრობების მეთაურებისგან. როგორც რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური აცხადებს, სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომლობის გაფართოებას ენერგეტიკის, მრეწველობისა და ელექტრონული კომერციის განვითარების სფეროებში.