კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ცეცხლზე ნავთის დასხმაა
კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ცეცხლზე ნავთის დასხმაა

კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ცეცხლზე ნავთის დასხმაა.

აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ უკვე ვთქვით, აქ ახალი არაფერია. მიგვაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლზე ნავთს ასხამს მიზანმიმართულად და მონდომებით. აშშ, ცხადია, ნამდვილად იცავს ხაზს ებრძოლოს რუსეთს უკანასკნელ უკრაინელამდე. ასეთი მიდგომა ხელს არ უწყობს უკრაინის ხელისუფლებაში სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების შესახებ სურვილის გაღვიძებას. ამიტომ, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ნეგატიურად ვუყურებთ“, – განაცხადა პესკოვმა.