კრემლის კრიტიკის გამო რუსეთში პოლონელი პოლიტოლოგი არ შეუშვეს

12:42, 29.05.2018

პოლონეთის საერთაშორისო საქმეების ინსტიტუტის ხელმძღვანელი სლავომირ დემბსკო  კრემლის კრიტიკის გამო რუსეთში არ შეუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის რადიო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დემბსკო მოსკოვში, აეროპორტში დააკავეს. ადგილზე მალევე მივიდნენ პოლონეთის საკონსულოს თანამშრომლები.

რუსულმა მხარემ დიპლომატებს დემბსკოს დაკავების და ქვეყანაში არ შეშვების მიზეზი არ განუმარტა.

სლავომირ დემბსკო ბოლო პერიოდში აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის მთავრობას. რამდენიმე კვირის წინ , ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მან განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელორუსის გაერთიანება საფრთხეს წარმოადგენს.

მსგავსი