კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ განცხადებას მოაწერეს ხელი
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ განცხადებას მოაწერეს ხელი

ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ განცხადებას მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრას „მნიშვნელოვანი და სასარგებლო“ უწოდა.

„ჩვენ მივედით დასკვნამდე რომ 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმება საერთო ჯამში სრულდება. სერიოზული ინციდენტები არ გამოვლენილა. რუსეთის სამშვიდობო ძალები ასრულებენ ორივე მხარის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ხელმოწერილი იყო შეთანხმება, რომელიც რეგიონში სიტუაციის განვითარებას ეხება.

„მხედველობაში მაქვს კონკრეტული ნაბიჯების ეკონომიკური კავშირების ასაშენებლად ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება. ამ მიზნით ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები ჩაუდგებიან სათავეში. ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ გეგმებს, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას ეხება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთანხმების რეალიზაცია სარგებელს მოუტანს მთლიანად რეგიონს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.