კრემლი - რუსეთი სეულისა და ფხენიანის შეთანხმებას მიესალმება
კრემლი - რუსეთი  სეულისა და ფხენიანის შეთანხმებას მიესალმება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა  ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან გამართული შეხვედრის დეტალები ვლადიმირ პუტინს გააცნო. როგორც კრემლში აცხადებენ, რუსეთი მიესალმება სეულისა და ფხენიანის შეთანხმებას.

„სამხრეთ კორეის რესპუბლიკის მეთაურმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან გამართული შეხვედრის შესახებ. მხარეებმა ამ შეხვედრის შედეგად მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასეს. განსაკუთრებით აღინიშნა დეკლარაციით გაწერილი მიზანი, რაც კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების უზრუნველყოფას ითვალისწინებს“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსნებთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს, მუნ ჯე ინსა და კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა 27 აპრილს შედგა. მხარეები სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდნენ და დაადასტურეს, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას აპირებენ.