კრემლი ალექსეი ნავალნის აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს
კრემლი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA) თანამშრომლობაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ის დასავლეთის დაზვერვასთან მუშაობას. უფრო დაზუსტებით, შემიძლია, ვთქვა, რომ ამჟამად მასთან ამერიკის ცენტრალური დაზვერვის თანამშრომლები მუშაობენ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვის ამ განცხადებას თავად ალექსეი ნავალნი გამოეხმაურა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ამ განცხადების გამო დიმიტრი პესკოვს უჩივლებს. ნავალნი მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.
შეგახსნებთ, ალექსეი ნავალნიმ გერმანულ გამოცემასთან საუბრისას მის მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა.