„კრედიტ სუისი“ უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, „იუბიესმა“ შეისყიდა
„კრედიტ სუისი“ უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, „იუბიესმა“ შეისყიდა

საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე პანიკის შესაჩერებლად შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, „იუბიესმა“ შეისყიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

შვეიცარიის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შვეიცარიის მთავრობის შუამდგომლობით გაფორმებული შეთანხმება ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

იუბიესი“ გადაიხდის სამ მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (3,25 მილიარდი აშშ დოლარი) „კრედიტ სუისის“ შესასყიდად – დაახლოებით 60 პროცენტით ნაკლებს, ვიდრე ბანკის ღირებულება იყო პარასკევს, ბაზრების დახურვისას. გარიგების დროს „კრედიტ სუისის“ აქციონერებს ხმის უფლება ჩამოართვეს. ისინი მიიღებენ ერთ აქციას „იუბიესში“ ყოველ 22,48 აქციაზე, რაც მათ საკუთრებაშია და რასაც ბანკი 3,15 მილიარდ დოლარად აფასებს.

17 მარტს, ბაზრების დახურვისას „კრედიტ სუისი“ დაახლოებით რვა მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.