კრასნოდარის სტადიონზე ქართველმა და რუსმა მორაგბეებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს (ვიდეო/ფოტო)

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში საქართველოს მორაგბეთა ორი ნაკრები დღეს და ხვალ მნიშვნელოვან მატჩებს გამართავს.

საქართველო XV რუსეთის „ა“ ნაკრებს სტადიონ „ტრუდზე“ დღეს, 16 მარტს, 16 საათზე შეხვდება და ქომაგს თამაშის ხილვის შესაძლებლობა ინტერნეტ-სთრიმის საშუალებით ექნება.

მატჩის რეფერი რუსი გეორგი კოპპი იქნება, რომელსაც კიდეებიდან კრასნოდარელი მსაჯი ლევვ სლეპცოვი და სამხრეთ აფრიკელი ტალა სიმო ნტშაკაზა დაემატებიან.

რაც შეეხება ძირითადი ნაკრებების თამაშს, ის ხვალ, 17 მარტს, ასევე 16 საათზე, კრასნოდარის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და ბორჯღალოსნები მეოთხედსაუკუნოვანი ისტორიის გაგრძელებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ 1993 წლის შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს 22-ჯერ შეხვდნენ და საქართველოს ნაკრებმა აქედან 20 შეხვედრა მოიგო. დარჩენილი ორიდან ერთი ფრედ დამთავრდა (2002 წელი) და ერთიც რუსებმა მოიგეს (1993).

დღეს, კრასნოდარის ცენტრალურ სტადიონზე, რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

 

საქართველოს ნაკრები

რუსეთის ნაკრები