კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქ გელენჯიკის მახლობლად ტყის ხანძარია
კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქ გელენჯიკის მახლობლად ტყის ხანძარია

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქ გელენჯიკის მახლობლად ტყის ხანძარია.

როგორც ქალაქის მერი ალექსეი ბოგოდისტოვი ტელეგრამარხში წერს, ცეცხლი ჩაქრობის სამუშაოებში 441 ადამიანი მონაწილეობს, ჩართულია 80 ერთეული სახანძრო მანქანა, თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ხანძარმა 118 ჰექტარის ტერიტორია მოიცვა.

გუშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური ეკიპირებისა და აღჭურვილობის მქონე მოქალაქეებს ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარება სთხოვა.

რუსული მედიის ცნობით, ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი – ადგილობრივი მცხოვრები, 40 წლის მამაკაცი.