კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავა
კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავა. მედიის ცნობით, ამის მიზეზი ჯანდაცვის მდივან საჯიდ ჯავიდისთან კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

პრემიერი დაგეგმილ შეხვედრებს დისტანციურად გამართავს. იზოლაციაში გადავა კანცლერი რიში სუნაკიც. აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი „კოვიდ-19“-ით უკვე იყო ინფიცირებული და მან დაავადება მძიმედ გადაიტანა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაშიც კი იმყოფებოდა.