კოვიდინფიცირებული ქალი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თითქმის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა
კოვიდინფიცირებული ქალი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თითქმის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა

ბათუმის რესპუბლიკრ საავადმყოფოში კოორნავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა. როგორც საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გიორგი კიკაბიძემ განუცხადა, გამოჯანმრთელებული ქალბატონი კლინიკაში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მკურნალობა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 17 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„ამჟამად, გვყავს 17 კოვიდინფიცირებული. დღეს საღამოს მივიღეთ უარყოფითი პასუხი ერთ-ერთ ინფიცირებულზე. შეიძლება ითქვას, ჩვიდმეტიდან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს არის ქალბატონი, რომელიც თითქმის ერთი თვე მკურნალობდა ჩვენთან. ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომელსაც უტარდება ინტენსიური მკურნალობა. მისი მდგომარეობაც ბოლო 24 საათის განმავლობაში არ გაუარესებულა. დანარჩენ პაციენტებში ვირუსი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს “, – განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კოორნავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ერთი შემთხვევა ბათუმში დადასტურდა.