„კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, თეთრ სახლთან 20 000 სკამი მიიტანეს
„კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, თეთრ სახლთან 20 000 სკამი მიიტანეს

აშშ-ში „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად გარდაცვლილი 210 000-მდე ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, თეთრი სახლის მიმდებარედ 20 ათასამდე ცარიელი სკამი განათავსეს.

მემორიალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პაციენტები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ასევე ადამიანები, რომელთაც ვირუსის გამო ახლობლები და ოჯახის წევრები დაკარგეს.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად, აშშ-ში 7 460 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 210 000-მდე პაციენტი.